ნიკოლ ფაშინიანმა რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მწუხარება გამოთქვა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის X-ის მიკრობლოგში გამოქვეყნებულ ჩანაწერში.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. ვეღარპარის მშვიდობიანი და სამართლიანი სამყაროსაკენ მიმართული გამორჩეული ლიდერობა ვერ იქნება დავიწყებული. თანავუგრძნობ მთელი მსოფლიოს მორწმუნეებს ამ დიდ დანაკარგთან დაკავშირებით“, – დაწერა ფაშინიანმა.
Deeply saddened with the passing of Pope Francis. His Holiness’s outstanding leadership to have peaceful and just world cannot be forgotten.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) April 21, 2025
I extend my condolences to all believers all over the world for this great loss.
რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმაც.