სომხეთსა და აზერბაიჯანის დელიმიტაციის კომისიები განაგრძობენ მოსაზრებების გაცვლას დელიმიტაციის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით
1 წუთი კითხვის

სომხეთი და აზერბაიჯანი განაგრძობენ მოსაზრებებისა და წინადადებების გაცვლას საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოების შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით.
„არმენპრესის“ შეკითხვაზე პასუხისას ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და სომხეთ-აზერბაიჯანის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარემ მჰერ გრიგორიანმა განაცხადა․
-რა ეტაპზეა დელიმიტაციის პროცესი? არსებობს თუ არა შეთანხმება კომისიების მომდევნო შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით?
-კომისიების მომდევნო შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმება ამ ეტაპზე არ არსებობს. მხარეები სამუშაო ფორმატში განაგრძობენ მოსაზრებებისა და წინადადებების გაცვლას დელიმიტაციის პროცესის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების თაობაზე.