ერევანი, 16 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთში 16 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველს, სპეციალური სამხედრო შტაბის ხელმძღვანელს, არმიის გენერალს ფაბიენ მანდონს შეხვდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პაპიკიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საფრანგეთში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არმან ხაჩატრიანი.
„განვიხილეთ სომხეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. დეტალურად შევეხეთ თანამშრომლობის ყველა მიმართულებას, მათ შორის: სამხედრო განათლებას, სასწავლო პროგრამებს, კონსულტაციებსა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებს.
ასევე განვიხილეთ რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.
ორივე მხარემ წარმოადგინა საკუთარი ხედვები აღნიშნულ საკითხებზე“, - დაწერა სურენ პაპიკიანმა.