ერევანი, 14 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მილოცვის ტექსტი X-ის საკუთარ მიკრობლოგში გამოაქვეყნა.
„გულმხურვალედ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.
სომხეთი ელოდება ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას ყველა დონეზე.
გისურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ჩანაწერში.
14 დეკემბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს.