სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰესენის მშვიდობის პრიზი მიენიჭა
1 წუთი კითხვის

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ჰესენის მშვიდობის პრიზი გადაეცა.
ამის შესახებ „არმენპრესი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის, მელანია ჰარუთიუნიანის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოსა და ჩანაწერზე დაყრდნობით იუწყება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.