სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა World Travel Awards-ის დამფუძნებელთან განიხილა პროცესები, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის საერთაშორისო პლატფორმებზე ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოზიციონირებას

2 წუთი კითხვის

ერევანი, 10 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი 10 დეკემბერს შეხვდა World Travel Awards-ის დამფუძნებელს გრემ კუკს. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე ლუსინე გევორგიანიც.

როგორც „არმენპრესი“ ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე განხილული იყო სომხეთის ტურიზმის სფეროს განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.

გევორგ პაპოიანმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება ტურისტული კლასტერების გაფართოების მიმართულებით. კერძოდ, დაგეგმილია 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც სომხეთის რეგიონებში ჩამოყალიბდება ტურისტული კლასტერები, რომელთა მიზანია ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის წახალისება.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა მიზნად ისახავს ტურიზმის პოტენციალის განვითარებას სისტემური ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.

გევორგ პაპოიანმა ასევე გაამახვილა ყურადღება პროცესებზე, რომელიც სომხეთის საერთაშორისო პლატფორმებზე ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად პოზიციონირებას ისახავს მიზნად.

გრემ კუკმა მაღალ შეფასება მისცა სომხეთის პროგრესს ტურიზმის სფეროში და წარმოადგინა ქვეყნის, როგორც ტურისტული ბრენდის, საერთაშორისო ბაზრებზე პრომოციის შესაძლებლობები. მან ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საერთაშორისო ცნობადობის გასაძლიერებლად და სფეროში წამყვანი პოზიციების დასაკავებლად.

 

ქართული Français Հայերեն Русский Türkçe 中文

პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სომხეთში საფრანგეთის საელჩოს ეწვია

სომხური წარმოების თევზის პროდუქტების ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის პროცესი

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს გენერალური მდივნის სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში მოადგილეს შეხვდა

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სომხეთში ევროკავშირის პარტნიორობის მისიის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი მიიღო

„TRIPP“-ის განვითარების კომპანიაში აშშ-ს 74%, ხოლო სომხეთს 26% წილი ექნება - სომხეთის მთავრობამ შეთანხმების რატიფიცირების პროექტს მხარი დაუჭირა

„ვიწყებთ TRIPP-ის გარშემო სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირების პროცესს“ - საგარეო საქმეთა მინისტრი

ურუგვაის სენატორთა პალატაში ერევანში გასამართ COP17-სადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

აშშ-ში სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობები განიხილეს

ფონდ „Tripp+“-ს კონსტანტინ სოკოლოვი უხელმძღვანელებს