ბორელი ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის თანამდებობას ამთავრებს

1 წუთი კითხვის

ერევანი, 28 ნოემბერი, არმენპრესი․ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ 29 ნოემბერს დაასრულებს მუშაობას ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მისი თქმით, საქმიანობას ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ კაია კალასს გადასცემს, რომელიც შეცვლის მას. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ბორელმა განაცხადა ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე გამართული კონფერენციის დაწყებამდე.

„არ მინდოდა ბრუსელში მუშაობის დასრულება ამ შეხვედრის გამართვის გარეშე. ეს ფაქტობრივად ჩემი ბოლო ღონისძიება იქნება ბრიუსელში. ხვალ მე ვასრულებ ჩემს მისიას“, – ციტირებს ბორელის სიტყვებს „რია ნოვოსტი“.

27 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი ევროპული კომისიის შემადგენლობა ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით. ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კაია კალასი დაამტკიცეს.

კალასმა თავის პრიორიტეტებად დაასახელა უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული ზომების გატარება.

 

ქართული Հայերեն Русский

ლეონარდო დიკაპრიომ მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთისა და კოლუმბიის ინიციატივას, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს