პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავა

1 წუთი კითხვის

ერევანი, 25 ნოემბერი, არმენპრესი. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჯეი დუდა 25-27 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება და აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში ანჯეი დუდას თან ახლავს მისი მეუღლე, აგატა კორნჰაუზერ-დუდა.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, რასაც მოჰყვება დელეგაციების გაფართოებული შეხვედრები.

გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეხვდებიან მედიის წარმომადგენლებს.

„პოლონეთის პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან“, - აღნიშნულია პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ასევე იუწყებიან, რომ 26 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა წიწერნაკაბერდს და პატივს მიაგებს სომხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას.

პოლონეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დელეგაცია 27 ნოემბერს ეწვევა იერასხის თემს და მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთობლივ პატრულირებაში.

ქართული English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

Digitec-ი სომხეთის ტექნოლოგიურ მომავალზე სასაუბროდ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა - დავით თადევოსიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ეროვნულ ასამბლეაში

ფაშინიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მიმართული წინადადება გაიმეორა

სომხეთის ვიცე-პრემიერმა და ჩეხეთის ელჩმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სამთომომპოვებელი მრეწველობის სფეროებში მიმდინარე პროექტები განიხილეს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ესტონეთის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

ეროვნული ასამბლეის სხდომა - პირდაპირი

სომხეთმა და ევროკავშირმა საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის უწყვეტი განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი

ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

რომში სომხეთ-იტალიის თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა - ხელი მოეწერა 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამას