ერევანი, 11 ნოემბერი, არმენპრესი. სამუშაო ვიზიტით შვედეთის სამეფოში მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პირისპირ შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარია სტენერგარდთან.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სადაც აღნიშნეს, რომ პირისპირ შეხვედრის დროს განხილული იყო დღის წესრიგის ფართო სპექტრი.
11-12 ნოემბერს შვედეთში სამუშაო ვიზიტის დროს არარატ მირზოიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო წრეების სხვა მაღალჩინოსნებთან.