სომხეთისა და აზერბაიჯანის შორის დელიმიტაციის პროცესს არანაირი დაბრკოლება არ აქვს: საგარეო საქმეთა მინისტრი

2 წუთი კითხვის

ერევანი, 31 ოქტომბერი, არმენპრესი. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით წელს მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, სომხეთის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვისას ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა  განაცხადა.

მირზოიანის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა პირველ რიგში მიმართულია სომხეთის გარშემო მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს შექმნისკენ.

„ეს უპირველესად ნიშნავს მეზობლებთან ურთიერთობების დარეგულირებასა და განვითარებას“, - აღნიშნა მირზოიანმა.

აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხზე საუბრისას, მირზოიანმა განაცხადა, რომ 2024 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმართულებით.

„აპრილში ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე კომისიების პრეზიდენტების დონეზე, შემდეგ დამტკიცდა კომისიების ერთობლივი მუშაობის რეგლამენტი, რომელიც სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაადასტურა და აზერბაიჯანმაც თავისი პროცედურებით. უახლოეს მომავალში მხარეები ოფიციალურად აცნობებენ ერთმანეთს რეგლამენტის ძალაში შესვლის შესახებ, რის შემდეგაც, იმედი მაქვს, დელიმიტაციის სამუშაოები გაგრძელდება. ამ დროისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“, - დაასკვნა მირზოიანმა.

ქართული English Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები