არარატ მირზოიანმა მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა მიულოცა
1 წუთი კითხვის

ერევანი, 3 ოქტომბერი, არმენპრესი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა მიულოცა․ „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ მირზოიანმა X-ის თავის მიკრობლოგში დაწერა.
„გულწრფელად ვულოცავ მარკ რიუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის გამო. ველით მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთსა და ნატო-ს შორის პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით, საერთო ღირებულებებზე და საერთო ხედვაზე დაყრდნობით, რათა უზრუნველვყოთ უფრო უსაფრთხო და მშვიდობიანი მომავალი“, - დაწერა არარატ მირზოიანმა.
My sincere congratulations to @SecGenNATO Mark Rutte on appointment to position of @NATO SG. Looking forward to our close cooperation towards further enhancing partnership between #Armenia & #NATO, based on common values & shared vision to ensure more secure & peaceful future.
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) October 2, 2024
მარკ რიუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 1 ოქტომბრიდან დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალა, რომელიც ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.