სომხეთი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიულოცა უკრაინის ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგას
1 წუთი კითხვის

ერევანი, 6 სექტემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიულოცა ანდრეი სიბიგას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გამო.
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის X მიკრობლოგში გაკეთებულ განცხადებაში.
Congratulating @andrii_sybiha on appointment as the FM of #Ukraine, I look forward to our engagement & cooperation in further developing relations btw 🇦🇲 & 🇺🇦.
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) September 6, 2024
I also thank @DmytroKuleba for years of constructive cooperation & wish him every success!
„ვულოცავ ანდრეი სიბიგას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის გამო. ველოდები ჩვენს ჩართულობასა და თანამშრომლობას სომხეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხში“, - აღნიშნა არარატ მირზოიანმა და ამავდროულად, მადლობა გადაუხადა უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას წლების კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.