ფაშინიანმა ალიევს ორმხრივ ფორმატში შეხვედრა შესთავაზა

3 წუთი კითხვის

ერევანი, 1 სექტემბერი, არმენპრესი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დიპლომატიური არხებით აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შესთავაზა ორმხრივი შეხვედრა, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეხვედრის ვარიანტზეც.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ფაშინიანმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც შუამავლების როლზე მოლაპარაკებებში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე გამახვილდა ყურადღება, რომ რუსეთი მოხარული იქნება, თუ შეძლებს რაიმეს გაკეთებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დელიმიტაციისა და მშვიდობის ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. 

„აზერბაიჯანთან მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ორმხრივ ფორმატში. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორმხრივმა ფორმატმა ამ პერიოდში გარკვეული ეფექტურობა აჩვენა — დაწყებული შარშანდელი დეკემბრის ერთობლივი განცხადებიდან, გაგრძელებული 29 აპრილის განცხადებით. გუშინაც კი ხელმოწერილი იქნა სადელიმიტაციო კომისიების ერთობლივი სამუშაოს რეგლამენტი. ვფიქრობ, რომ ამ საკითხში უნდა გავარკვიოთ, რადგან საერთო გაგება ის არის, რომ ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში. რამდენადაც ამ ფორმატში შეგვიძლია წინსვლა, მგონია, რომ სწორი გზა სწორედ ეს ფორმატია,“ - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს ბოლო სატელეფონო საუბრის დროსაც უთხრა. ორმხრივ ფორმატში მუშაობის აღნიშვნის შემდეგ, ფაშინიანი არ გამორიცხავს სხვა ფორმატით მუშაობასაც. მისი თქმით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში საკითხი კონკრეტულ კონტექსტში და დროში უნდა იქნას განხილული.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე მცდელობა იყო, შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოს სომხეთმა უარი თქვა შეხვედრაზე. სომხეთს არ უთქვამს უარი შეხვედრაზე.

„მე თვითონ, დიპლომატიური არხებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შევთავაზე, რომ შეხვედრა ორმხრივ ფორმატში გაიმართოს, რადგან წინა პერიოდში ურთიერთგაგება არსებობდა, რომ ამ პერიოდში ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში. ვფიქრობ, შეგვიძლია ამ ლოგიკით გავაგრძელოთ, რადგან ამ ეტაპზე ეს ფორმატი ეფექტურია,“ - განაცხადა ფაშინიანმა.

მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ როდესაც უმაღლეს დონეზე შეხვედრის ჩატარების დრო მოვა, ის არ გამორიცხავს შეხვედრას სხვა ფორმატშიც. მისი აზრით, შეხვედრა შეიძლება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც გაიმართოს, იქ, სადაც სადელიმიტაციო კომისიები ხვდებიან.

„მე მზად ვარ ამგვარი კონტაქტებისთვისაც“, - დასძინა მან.

 

ქართული English Հայերեն Русский

ვაჰან კოსტანიანმა სომხეთში საფრანგეთის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

ერევანში კონცერტს გამართავს ლეგენდარული პროექტის, ENIGMA-ს ხმა - ენდრიუ დონალდსი

სომხეთისა და უზბეკეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შორის კონსულტაციები გაიმართა

სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში სომხურ პროდუქციაზე რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები გაასაჩივრა

სომხეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო დღის წესრიგი განიხილეს

არარატ მირზოიანი რიგაში ლატვიის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

არარატ მირზოიანი ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

რუბენ რუბინიანმა სომხეთში შვედეთის სამეფოს ელჩი მიიღო

რიგაში სომხეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთმა და საქართველომ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ავიაციის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს