ერევანი, 18 ივლისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში იმუშავებს აშშ-ის სამხედრო წარმომადგენელი. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ „ჰეთქთან“ საუბარში განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიანმა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაადასტუროს ინფორმაცია, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში იმუშავებს ამერიკელი სამხედრო წარმომადგენელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უპასუხა:
„ვადასტურებ ინფორმაციას. ეს მისასალმებელი განვითარებაა, დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ელჩს და საინფორმაციო გუნდს. ჩვენ მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ეს ასევე მიუთითებს სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებში ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის ფაზაში გადასვლის ისტორიულ ფაქტს“.