ერევანში სომხეთ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

3 წუთი კითხვის

ერევანი, 15 ივლისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ვაზგენ სარგსიანის სახელობის სამხედრო აკადემიაში 15 ივლისს დაიწყო „არწივი პარტნიორი-2024“ სომხეთ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო წვრთნები.

წვრთნების გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი, სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქრისტინა ქუინი და სხვები.

გაჟღერდა სომხეთისა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები, „არწივი პარტნიორი“ წვრთნების ჰიმნი. წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა და აშშ-ის ელჩმა ქრისტინა ქუინმა.

„მაღლა ვაფასებ წვრთნების მოსამზადებელ პროცესში მონაწილე ევროპის და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების, კანზასის ეროვნული გვარდიის, რომელიც 20 წელზე მეტია სომხეთის პარტნიორია, სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელ ბრიგადას, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პერსონალს წვრთნების ეფექტიანი დაგეგმვისთვის გაწეული მუშაობისთვის.

მაღლა ვაფასებ საერთაშორისო მშვიდობისმყოფელ მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თანამშრომლობის დონეს მშვიდობისმყოფელ ოპერაციებში მონაწილეობის ამგვარი თანამშრომლობისთვის”, - „არმენპრესის“ ინფორმაციით, თავის გამოსვლაში აღნიშნა სურენ პაპიკიანმა.

გახსნის ცერემონია დასრულდა საზეიმო მარშით.

საერთაშორისო მშვიდობისმყოფელ მისიებში მონაწილეობის მოსამზადებლად 15-24 ივლისს სომხეთში ჩატარდება „არწივი პარტნიორი-2024“ სომხეთ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო წვრთნები.

წვრთნებში მონაწილეობენ სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელი ბრიგადა, ევროპის და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია.

წვრთნების მიზანია საერთაშორისო მშვიდობისმყოფელ მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თანამშრომლობის დონის ამაღლება მშვიდობისმყოფელ ოპერაციებში, მართვის და ტაქტიკური კომუნიკაციების საუკეთესო გამოცდილების გაცვლა, ასევე სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის ამაღლება.

საერთაშორისო მშვიდობისმყოფელ მისიებისთვის მზადების ფარგლებში მსგავსი ერთობლივი წვრთნები და ვარჯიშები რეგულარულად ტარდება პარტნიორ ქვეყნებში.

 

 
 

 

 

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სომხეთში საფრანგეთის საელჩოს ეწვია

სომხური წარმოების თევზის პროდუქტების ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის პროცესი

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს გენერალური მდივნის სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში მოადგილეს შეხვდა

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სომხეთში ევროკავშირის პარტნიორობის მისიის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი მიიღო

„TRIPP“-ის განვითარების კომპანიაში აშშ-ს 74%, ხოლო სომხეთს 26% წილი ექნება - სომხეთის მთავრობამ შეთანხმების რატიფიცირების პროექტს მხარი დაუჭირა

„ვიწყებთ TRIPP-ის გარშემო სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირების პროცესს“ - საგარეო საქმეთა მინისტრი

ურუგვაის სენატორთა პალატაში ერევანში გასამართ COP17-სადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

აშშ-ში სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობები განიხილეს

ფონდ „Tripp+“-ს კონსტანტინ სოკოლოვი უხელმძღვანელებს