აშშ

ერევანში სომხეთ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

3 წუთი კითხვის

ერევანში სომხეთ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ერევანი, 15 ივლისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ვაზგენ სარგსიანის სახელობის სამხედრო აკადემიაში 15 ივლისს დაიწყო „არწივი პარტნიორი-2024“ სომხეთ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო წვრთნები.

წვრთნების გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი, სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქრისტინა ქუინი და სხვები.

გაჟღერდა სომხეთისა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები, „არწივი პარტნიორი“ წვრთნების ჰიმნი. წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა და აშშ-ის ელჩმა ქრისტინა ქუინმა.

„მაღლა ვაფასებ წვრთნების მოსამზადებელ პროცესში მონაწილე ევროპის და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების, კანზასის ეროვნული გვარდიის, რომელიც 20 წელზე მეტია სომხეთის პარტნიორია, სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელ ბრიგადას, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პერსონალს წვრთნების ეფექტიანი დაგეგმვისთვის გაწეული მუშაობისთვის.

მაღლა ვაფასებ საერთაშორისო მშვიდობისმყოფელ მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თანამშრომლობის დონეს მშვიდობისმყოფელ ოპერაციებში მონაწილეობის ამგვარი თანამშრომლობისთვის”, - „არმენპრესის“ ინფორმაციით, თავის გამოსვლაში აღნიშნა სურენ პაპიკიანმა.

გახსნის ცერემონია დასრულდა საზეიმო მარშით.

საერთაშორისო მშვიდობისმყოფელ მისიებში მონაწილეობის მოსამზადებლად 15-24 ივლისს სომხეთში ჩატარდება „არწივი პარტნიორი-2024“ სომხეთ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო წვრთნები.

წვრთნებში მონაწილეობენ სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელი ბრიგადა, ევროპის და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია.

წვრთნების მიზანია საერთაშორისო მშვიდობისმყოფელ მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თანამშრომლობის დონის ამაღლება მშვიდობისმყოფელ ოპერაციებში, მართვის და ტაქტიკური კომუნიკაციების საუკეთესო გამოცდილების გაცვლა, ასევე სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის ამაღლება.

საერთაშორისო მშვიდობისმყოფელ მისიებისთვის მზადების ფარგლებში მსგავსი ერთობლივი წვრთნები და ვარჯიშები რეგულარულად ტარდება პარტნიორ ქვეყნებში.

 

 
 

 

 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მიდის შვებულებაში

ოფიციალური

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მიდის შვებულებაში

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სომხეთში შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან

აშშ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სომხეთში შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო სომხეთის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას

საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო სომხეთის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას

საქართველომ და სომხეთმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში 2024 წლის თანამშრომლობის გეგმას

საქართველო

საქართველომ და სომხეთმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში 2024 წლის თანამშრომლობის გეგმას

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია

საქართველო

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მალე სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება

პოლიტიკური

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მალე სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება

ერევნის მერი და სომხეთში კანადის ელჩი შეთანხმდნენ, რომ ახალი იმპულსი მისცენ ორმხრივ ურთიერთობებს

ერევანი

ერევნის მერი და სომხეთში კანადის ელჩი შეთანხმდნენ, რომ ახალი იმპულსი მისცენ ორმხრივ ურთიერთობებს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრო

პოლიტიკური

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრო

სომხეთში აშშ-ის ელჩი ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას მიმოიხილა

პოლიტიკური

სომხეთში აშშ-ის ელჩი ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას მიმოიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი განიხილეს

პოლიტიკური

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი განიხილეს

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
contact@armenpress.am
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2024 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT