სომხეთი საფრანგეთიდან CAESAR-ის საარტილერიო სისტემებს შეიძენს
1 წუთი კითხვის

ერევანი, 18 ივნისი, არმენპრესი. საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ X-ის საკუთარ გვერდზე გაკეთებული პოსტით ისაუბრა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრის დეტალებზე.
Nous continuons de renforcer notre relation de défense avec l’Arménie.
— Sébastien Lecornu (@SebLecornu) June 18, 2024
Entretien chaleureux et productif avec mon homologue 🇦🇲@papikyan_suren, en marge d’Eurosatory.
Nouveau jalon important avec la signature d'un contrat pour l’acquisition de canons CAESAR. pic.twitter.com/WT7wpSxo6f
„ვაგრძელებთ სომხეთთან ჩვენი ურთიერთობის გამტკიცებას თავდაცვის სფეროში. თბილი და პროდუქტიული შეხვედრა ჩემს კოლეგა სურენ პაპიკიანთან Eurosatory-ის ფარგლებში. ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - CAESAR-ის საარტილერიო სისტემის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება“, - „არმენპრესის“ ცნობით, დაწერა სებასტიან ლეკორნიუმ.