ერევანი უარყოფს აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახნის შესახებ ბაქოს ბრალდებებს
1 წუთი კითხვის

ერევანი, 14 ივნისი, არმენპრესი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 14 ივნისს, 07:15 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს საზღვრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით.„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ 14 ივნისს, 07:15 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს საზღვრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, არ შეესაბამება რეალობას“, - ნათქვამია განცხადებაში.