ერევანი, 7 თებერვალი, არმენპრესი. ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს მარჩინ ჩეპელაკს შეხვდა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილეს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობის საკითხები. გაიმართა აზრთა გაცვლა სომხეთსა და საერთაშორისო სასამართლო სტრუქტურებს, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარებას და არსებულ გამოწვევებს.