ერევანი, 10 იანვარი, არმენპრესი. სომხეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობის ორმხრივი დღის წესრიგი საკმაოდ მდიდარია ყველა მიმართულებით.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გიორგოს გერაპეტრიტისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სომხეთისთვის ამ დროს ბერძენი კოლეგის ვიზიტი მნიშვნელოვანია.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბერძენი კოლეგას სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში საბერძნეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის.
„ჩვენ ნამდვილად მზად ვართ განვავითაროთ ეს ურთიერთობები იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ვიზიარებთ სომხეთში, საბერძნეთში და ევროკავშირში. საუბარია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და სხვა ღირებულებებზე. მე ველოდები საბერძნეთის შემდგომ დახმარებას ამ პროცესში“,- დაასკვნა მირზოიანმა.