პოლიტიკური

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს

1 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს

ერევანი, 15 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიულოცა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ამ სამი ქვეყნის ხალხს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები․ „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა X-ში საკუთარ გვერდზე დაწერა.

გადაწყვეტილების მიხედვით,საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინა და მოლდოვა კი გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

„ვულოცავ ჩემს კოლეგებს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და ამ ქვეყნების ხალხს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის, მათთვის, ვინც იზიარებს დემოკრატიულ პრინციპებს“,- წერს მირზოიანი X-ში.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2025 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT