ერევანი, 14 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთში დაბრუნებულმა 32 პატიმარს წინასწარი სამედიცინო შემოწმება „მურაცანის“ სამხედრო ჰოსპიტალში ჩაუტარდა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა განაცხადა.
„იცით, რომ ჩატარდა წინასწარი სამედიცინო შემოწმება და მკურნალობა. ამ დროისთვის სამოქალაქო სამედიცინო ცენტრებში გადაყვანილი პირები არ არის, ამის საჭიროება არ ყოფილა. „მურაცანის“ საავადმყოფოში მათი ყველა საჭიროება შეფასდა და ჩაუტარდა საჭირო გამოკვლევები“,- განაცხადა ავანესიანმა.
7 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანმა 32 სომეხი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა, თავის მხრივ, სომხეთმა 2 აზერბაიჯანი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.