ერევანი, 8 დეკემბერი, არმენპრესი. ამერიკელი კონგრესმენი ფრენკ ფალონი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 32 სომეხი პატიმრის გათავისუფლების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, რის შესახებაც მხარეებმა ერთობლივი განცხადება 7 დეკემბერს გაავრცელეს.
„არმენპრესის“ ცნობით, კონგრესმენი ასევე ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დახმარება უნდა გაუწიოს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეძლეს 32 სომეხი პატიმრის გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ აშშ-მ უნდა უზრუნველყოს სომხეთის უსაფრთხოების მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოს სტაბილური მშვიდობა კავკასიაში“, - წერს ფალონი X სოციალურ პლატფორმაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ,სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ორი სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ სურვილს ურთიერთობები დაარეგულირონ და მიაღწიონ სამშვიდობო ხელშეკრულებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანმა 32 სომეხი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა, თავის მხრივ, სომხეთმა 2 აზერბაიჯანი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.