ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში მყოფი სომხეთის ერობნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ესტუმრა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს წარმომადგენელთა პალატას და შეხვდა მის თავმჯდომარეს კლოდ ვიზლერს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა იუწყება, რომ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი სომხეთსა და ლუქსემბურგს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დინამიური განვითარებისთვის. მხარეებმა მნიშვნელოვანი უწოდეს მისი შემდგომ გაღრმავებას, რათა ორმხრივ მტკიცე პოლიტიკურ ურთიერთობებს ახალი დინამიკა მიეცეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთსა და ევროკავშირის პარტნიორობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. ალენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის ოფიციალურ დაწყებას და მიესალმა ევროკავშირის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებას სომხეთში სამოქალაქო მისიის მანდატის კიდევ ორი წლით გაგრძელების შესახებ.
კლოდ ვიზლერმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ლუქსემბურგი მხარს უჭერს სომხეთის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს და მზადაა ხელი შეუწყოს ამ პროცესს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამშვიდობო ხელშეკრულება, რეგიონული მოვლენები და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები.