სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელგიის ახალ დანიშნულ კოლეგას თანამდებობის დაკავება მიულოცა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გამო მაქსიმ პრევოს მიულოცა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
„ვულოცავ მაქსიმ პრევოს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.
ველოდები სომხეთსა და ბელგიას შორის შესანიშნავი თანამშრომლობის გაგრძელებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ევროპის კავშირში“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.
Congratulations to @prevotmaxime on his appointment as the new #Belgian foreign minister.
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) February 3, 2025
Looking forward to continue the excellent cooperation between 🇦🇲 & 🇧🇪 both in bilateral & multilateral dimensions, including 🇪🇺.
Bonne chance M. Ministre! @BelgiumMFA