ერევანი, 27 ნოემბერი, არმენპრესი. სომხეთში წითელას ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთ კვირაში 8-ით გაიზარდა და 508-ს მიაღწია.
„არმენპრესის“ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.
„ამ კვირაში ოთხი ავადმყოფი ჰოსპიტალიზებულია. გამოჯანმრთელდა 336 პაციენტი, რომლებიც უკვე საავადმყოფოდან გაწერეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფიცირებულთა შორის 361 ბავშვი და 147 ზრდასრულია.