რუსეთი მზადაა მოაწყოს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოსკოვში უახლოეს მომავალში. „არმენპრესი“ ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„უახლოეს მომავალში ჩვენ მზად ვართ მოვაწყოთ მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა“, - განაცხადა ზახაროვამ.
27 ოქტომბერს საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ნიკოლ ფაშინიანისა და ალი ასადოვის შეხვედრის კომენტირებისას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვი მიესალმება „ნებისმიერ კონტაქტს, რომელიც ხელს უწყობს ბაქოსა და ერევანს შორის გაღიზიანების მოხსნას“.