TRIPP-ის სააქციონერო შეთანხმებას ერთი კვირის განმავლობაში მოაწერენ ხელს

3 წუთი კითხვის

„თრიფფის განვითარების კომპანიის“ სააქციონერო შეთანხმებაზე ხელმოწერა ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, რის შემდეგაც კომპანია სომხეთში დარეგისტრირდება და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა ექნება. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის 26 ნოემბრის სხდომაზე, შეთანხმების მოწონების საკითხის განხილვისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აცნობა, რომ TRIPP-ის პრაქტიკული განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.

„ჩვენ უკვე ამ ორშაბათს დავიწყეთ TRIPP-ის პროექტის პრაქტიკული განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოები. ანუ, ადგილზე, კერძოდ, სარკინიგზო მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, სამშენებლო მოედნის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. პარალელურად, ჩვენ ახლა საავტომობილო გზის, რკინიგზისა და ელექტროგადამცემი ხაზების პროექტირების სამუშაოებსაც ვახორციელებთ. ამ ყველაფერს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა აკეთებს. როდესაც TRIPP-ის განვითარების კომპანია სრულად ჩამოყალიბდება, საქმეს მათ გადავცემთ, რათა იმავე წერტილიდან გააგრძელონ და რაც შეიძლება ნაკლები დრო დავკარგოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან პროექტი სომხეთის დამოუკიდებლობის შემდეგ ეკონომიკური და ფინანსური მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს ინიციატივად შეაფასა და მასთან პარალელურად მოსალოდნელი პროცესების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

ფაშინიანი პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობასაც შეეხო და გამჭვირვალე მუშაობის მიდგომა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, საჯარო წერილობით დოკუმენტებშიც არის დაფიქსირებული. ვფიქრობ, ეს ყველაზე მთავარია. ჩვენი პრინციპი იყო და რჩება ის, რომ ყველა საკითხზე აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვიმუშაოთ, რათა დამატებითი კითხვები და ბნელი კუთხეები არ დარჩეს. ეს ლოგიკა TRIPP-ისა და სხვა შემთხვევებშიც უნდა გავაგრძელოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

23 ნოემბერს ოფიციალურად გამოცხადდა სომხეთისა და აშშ-ის მთავრობების მიერ ერთობლივად განსახორციელებელი პროექტის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პრაქტიკული ეტაპის დაწყების შესახებ. პროექტი მიმართულია რეგიონული სატრანზიტო დაკავშირებადობის განვითარებაზე ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე.

ქართული English Հայերեն Русский Türkçe

TRIPP-ის სააქციონერო შეთანხმებას ერთი კვირის განმავლობაში მოაწერენ ხელს

მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის ფარგლებში სომხეთში აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩავიდნენ

მონთე მელქონიანის შესახებ გადაღებული ფილმის, „მონთეს“ პრემიერა

NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტი რევ ლებარედიანი გაგარინში მდებარე Eleveight AI-ის ხელოვნური ინტელექტის ქარხანას ეწვია

სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ჰაბი ხდება - მაიკლ დელი

გრიგორიანმა და ოვერჩუკმა სომხეთ-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

სომხეთისა და საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შორის პირველი კონსულტაციები გაიმართა

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო