1 წუთი კითხვის
აზერბაიჯანში დიდი ბრიტანეთის ელჩმა დუნკან ნორმანმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისა და სტაბილურობისკენ მიმართული ძალისხმევა მაღალ დონეზე შეაფასა.
„არმენპრესის“ ცნობით, როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ბრიტანელი დიპლომატი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს პრესკონფერენციის მსვლელობისას შეეხო.
„მივესალმებით გასული ერთი წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ეს მოიცავს ინიციატივა „მშვიდობის ხიდს“, დელიმიტაციის პროცესს, აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთისთვის საწვავის მიწოდებას, ასევე კომპანიებს - AzerTelecom-სა და Telecom Armenia-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას. მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად არსებითი მნიშვნელობა აქვს დიალოგისა და თანამშრომლობის გზით ამ დინამიკის შენარჩუნებას“, - აღნიშნა დუნკან ნორმანმა.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სომხური საბჭოს“ თავმჯდომარემ არეგ ქოჩინიანმა განაცხადა, რომ ინიციატივა „მშვიდობის ხიდის“ ფარგლებში სომხეთში აზერბაიჯანელი კოლეგების მიღებისთვის ემზადებიან - დიალოგის გაგრძელებისა და სამშვიდობო პროცესისთვის ხელშეწყობის მიზნით.