1 წუთი კითხვის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული 18 ნოემბერს სომხეთს ეწვევა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს პრესსპიკერი ანი ბადალიანი იუწყება.
18 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.