სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საუდის არაბეთის პრინც აბდულაზიზ ბინ თალალ ალ-საუდს უმასპინძლა

3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობაში მიიღო საუდის არაბეთის სამეფოს პრინც აბდულაზიზ ბინ თალალ ალ-საუდის ხელმძღვანელობით ჩასული დელეგაცია.

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან იტყობინებიან, რომ ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა აბდულაზიზ ბინ თალალ ალ-საუდის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა ჩვენს ქვეყანაში პრინც თალალის სახელობის ადამიანური განვითარების საერთაშორისო პრემიის წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალის გამართვის მნიშვნელობას.

„ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო სიახლეა. ვიცით, რომ ეს მეტად პრესტიჟული ჯილდოა და ამ საღამოს მეც მივიღებ მონაწილეობას ამ ცერემონიაში, რაც ჩემთვის დიდი პატივია. მოგეხსენებათ, სომხეთში მიმდინარეობს COP17. ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადობის საკითხები თითოეული ჩვენგანისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით ჩვენ შევძლებთ გარკვეული გამოსავლის მოძებნას ამ გლობალური პრობლემისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება; მსურს მოვისმინო თქვენი შთაბეჭდილებები და თქვენი შეფასება არსებულ ვითარებაზე“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

საუდის არაბეთის სამეფოს პრინცმა მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და განაცხადა:

„ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემი მეორე ვიზიტია სომხეთში. გულწრფელად გეტყვით, ყოველ ჯერზე, როდესაც სომხეთს ვსტუმრობ, ხელახლა ჩამოსვლის სურვილი მიჩნდება. ვცდილობ ისე მოვაწყო, რომ ჩემი მეუღლე და ოჯახიც ეწვიონ სომხეთს, არა მხოლოდ იმისთვის, რომ გაეცნონ ამ ქვეყანას, მის ბრწყინვალე კულტურასა და მრავალსაუკუნოვან ისტორიას, არამედ იმისთვისაც, რომ გამოიკვეთოს პროექტები, რომელთა ერთობლივად განხორციელებაც შეგვიძლია სომხეთში. რა თქმა უნდა, პრინც თალალის სახელობის ადამიანური განვითარების საერთაშორისო ჯილდოს გადაცემის ცერემონიის გამართვა სომხეთში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გასული წლების განმავლობაში სომხეთმა არაერთი ეტაპი გაიარა და დღეს ჩვენ მოხიბლულნი ვართ იმის ხილვით, თუ სადამდე მივიდა იგი. ასევე მეტად მნიშვნელოვანია COP17-ის აქ ჩატარებაც“.

შემდგომ აბდულაზიზ ბინ თალალ ალ-საუდი შეეხო პრინც თალალის სახელობის ადამიანური განვითარების საერთაშორისო ჯილდოს და დაჯილდოების მიზნებს.

მოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-საუდის არაბეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ფაქტს და რწმენა გამოთქვეს, რომ ეს ახალ იმპულსს შესძენს სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის განვითარებასა და კავშირების გაფართოებას. აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაიმართა ასევე სომხეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გარშემო.

ნიკოლ ფაშინიანი და აბდულაზიზ ბინ თალალ ალ-საუდი შეეხნენ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებსაც. ორმხრივად გაესვა ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას.

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский

ჰამბარძუმ მათევოსიანმა და კატრინ შნეებერგერმა სომხეთ-შვეიცარიის გარემოსდაცვითი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საუდის არაბეთის პრინც აბდულაზიზ ბინ თალალ ალ-საუდს უმასპინძლა

სომხეთი და საქართველო ტყის ხანძრების რისკების შეფასების მიმართულებით თანამშრომლობენ

ეროვნულმა ასამბლეამ TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ეროვნულმა ასამბლეამ მშვიდობის საბჭოს წესდების რატიფიცირება მოახდინა

ჩვენ ჩვენს დაბრუნებას კუხო-ში ვერ ვხედავთ - არარატ მირზოიანი

მირზოიანმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დეტალები წარმოადგინა

სომხეთმა და სლოვენიამ გაფართოებული პოლიტიკური დიალოგის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

სომხეთმა და კატარმა გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს

საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა ოპოზიციასთან TRIPP-ის ირგვლივ ღია და დახურულ ფორმატებში განხილვების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა