TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა
1 წუთი კითხვის
სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდათიანი, ურბანული განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი ეღიაზარ ვარდანიანი და სხვა თანამდებობის პირები 21 ოქტომბერს სიუნიქის მარზს ეწვივნენ, რათა ადგილზე განეხილათ TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებული რიგი ორგანიზაციული საკითხები და განესაზღვრათ შემდგომი ნაბიჯები.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა იტყობინება.