„არარატ-არმენია“ პირველი სომხური კლუბია, რომელიც ევროპის ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს

1 წუთი კითხვის

სომხეთის ფეხბურთის ჩემპიონატის ჩემპიონმა, ერევნის „არარატ-არმენიამ“ ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის ლიგის ძირითად ეტაპზე იასპარეზებს.

„არმენპრესის“ ცნობით, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მე-4 ეტაპის საპასუხო მატჩში „არარატ-არმენიამ“ ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე რუმინულ „უნივერსიტატეა კრაიოვას“ უმასპინძლა. შეხვედრის საწყის წუთებში ორივე კლუბი იერიშებს ცვლიდა, თუმცა ერთმანეთის სუსტი რგოლები ვერ იპოვა. ტაიმის შუაწელში „უნივერსიტატეა კრაიოვა“ უკვე უფრო მეტს უტევდა, ხოლო „არარატ-არმენიას“ აქცენტი სწრაფ კონტრიერიშებზე ჰქონდა გაკეთებული. მეორე ნახევარში გუნდების შეტევები უფრო მწვავე გახდა, თუმცა საბოლოო შედეგი დადებითი არ იყო. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა შეხვედრის კომპენსირებულ დროში „უნივერსიტატეა კრაიოვას“ ფეხბურთელებმა საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვიეს და დანიშნული 11-მეტრიანი დარტყმა სანდრო ლიმამ უშეცდომოდ რეალიზა.

„არარატ-არმენია“ სომხური საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელიც ევროპის ლიგის ძირითად ეტაპზე იასპარეზებს. ლიგის ეტაპის წილისყრა 28 აგვისტოს გაიმართება.

ქართული العربية Հայերեն Türkçe

მჰერ გრიგორიანმა ევრაზიული ეკონომიკური კომისიის ტექნიკური რეგულირების საკითხთა მინისტრი მიიღო

„მილანი“, „აზ ალკმარი“: ცნობილია „არარატ-არმენიას“ მეტოქეები ევროპის ლიგის ძირითად ეტაპზე

დავით ხუდათიანი ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანის პრესკონფერენცია

„არარატ-არმენია“ პირველი სომხური კლუბია, რომელიც ევროპის ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოლდოვას პრეზიდენტს მისალოცი გზავნილი გაუგზავნა

შედგა ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი კობახიძის ტელეფონით საუბარი

სომხეთი მოლდოვასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და დიალოგის გაღრმავებას ელის - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფაშინიანის თქმით, სომხეთისთვის აზერბაიჯანიც შეიძლება განიხილებოდეს ელექტროენერგიის მომწოდებელ ქვეყნად

ფაშინიანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების სავარაუდო გავლენას შეეხო სომხეთ-ირანის ეკონომიკურ კავშირებზე