კუხოს მიმართ ინტერესი ამოწურულია, კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაციიდან გაგვრიცხავენ - პრემიერ-მინისტრი

2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) თავის საქმიანობას არ გავააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.

„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნულ თემას ეროვნულ ასამბლეაში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის განხილვისას შეეხო.

პრემიერ-მინისტრმა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კუხო-დან სომხეთის გამოსვლის სავარაუდო შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სომხეთს ორგანიზაციისგან დასმულ შეკითხვებზე არანაირი პასუხი არ მიუღია, შესაბამისად, კუხო-ს მიმართ ინტერესი ამოწურულია.

„მომდევნო 5 წლის განმავლობაში კუხო-ში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - ჩვენ კუხო-ში ჩვენს საქმიანობას არ გავააქტიურებთ. ვიცი, რომ კუხო-ში მიმდინარეობს განხილვები და შესაძლოა ქვეყანა ორგანიზაციიდან გარიცხონ. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის კუხო-დან გარიცხვის შესახებ. ეს გაგვათავისუფლებს გამოსვლა-არგამოსვლის დილემისგან“, - აღნიშნა ფაშინიანმა და დასძინა, რომ მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამაში ამ ორგანიზაციის შესახებ არცერთი მოხსენიება არ არის.

სომხეთმა 2024 წლის თებერვლიდან გაყინა თავისი მონაწილეობა კუხო-ს საქმიანობაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ კუხო-მ სომხეთის წინაშე უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

ქართული العربية English فارسی Français Հայերեն Русский

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

Digitec-ი სომხეთის ტექნოლოგიურ მომავალზე სასაუბროდ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა - დავით თადევოსიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ეროვნულ ასამბლეაში

ფაშინიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მიმართული წინადადება გაიმეორა

სომხეთის ვიცე-პრემიერმა და ჩეხეთის ელჩმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სამთომომპოვებელი მრეწველობის სფეროებში მიმდინარე პროექტები განიხილეს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ესტონეთის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

ეროვნული ასამბლეის სხდომა - პირდაპირი

სომხეთმა და ევროკავშირმა საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის უწყვეტი განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი

ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

რომში სომხეთ-იტალიის თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა - ხელი მოეწერა 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამას