სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი გეღარქუნიქის ოლქში პატრულირებას შეუერთდა
1 წუთი კითხვის

სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის მარტუნის ცენტრმა მისიის ხელმძღვანელს, სატუ კოივუს უმასპინძლა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
აღინიშნება, რომ სატუ კოივუ გეღარქუნიქის ოლქში განხორციელებულ პატრულირებას შეუერთდა ადგილზე ვითარების შეფასებისა და ბოლო მოვლენების გაცნობის მიზნით.