ალენ სიმონიანი სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა
1 წუთი კითხვის

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ალენ სიმონიანი სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის ვებგვერდზე e-gov.am გამოქვეყნდა.
„„უშიშროების საბჭოს ფორმირებისა და საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილით ხელმძღვანელობით, ალენ სიმონიანი დაინიშნოს უშიშროების საბჭოს მდივნად“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
პრემიერ-მინისტრის სხვა გადაწყვეტილებით, არმენ გრიგორიანი სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლდა.