სომხეთი და აშშ დაინტერესებულნი არიან TRIPP-ის პროექტის ადგილზე უმოკლეს ვადებში განხორციელებით

3 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მშვიდობის მისიების საკითხებში აშშ-ის სპეციალური  წარმომადგენლის უფროსი მრჩეველი არიე ლაითსთოუნი მიიღო.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა „ტრანს-კასპიური საწარმოების ფონდის“ პრეზიდენტი კონსტანტინ სოკოლოვი.

ორმხრივად გაესვა ხაზი 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის მშვიდობის სამიტის შემდეგ დაფიქსირებულ მნიშვნელოვან მოვლენებსა და მიღწევებს. ხაზი გაუსვეს რა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის განვითარების პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზების საქმეში, მოსაუბრეებმა ასევე განიხილეს მშვიდობის შემდგომი განმტკიცებისკენ მიმართული შესაძლო ნაბიჯები.

მოსაუბრეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების აქტიური დინამიკა და შეთანხმებები, სომხეთ-აშშ-ის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების გზაზე არსებული ხელშესახები მიღწევები, რომლებიც მათ შორის სულ რაღაც ერთი წლის წინ, 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელმოწერილი სამი მემორანდუმის განხორციელების შედეგია. რიგ ინიციატივებს შორის ხაზი გაესვა ხელოვნური ინტელექტის სფეროში აქტიურად განვითარებად თანამშრომლობასა და კომპანია „Firebird AI“-ის მეგაპროექტის პირველი ეტაპით მშენებარე მონაცემთა ცენტრის („ხელოვნური ინტელექტის ქარხნის“) ექსპლუატაციაში გაშვებას.

არარატ მირზოიანმა და არიე ლაითსთოუნმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სომხეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული მედეგობის განმტკიცების მიმართულებით ურთიერთქმედების შესაძლებლობები და პროგრამები.

შეხვედრაზე დაწვრილებით განიხილეს რეგიონული დაკავშირებადობის წახალისებისა და ამ გზაზე არსებული კონკურენტული უპირატესობების რეალიზების საკითხები. ყურადღება დაეთმო TRIPP-ის პროგრამის სიცოცხლეში გატარების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს - ორმხრივად გაესვა ხაზი პროექტის ადგილზე უმოკლეს ვადებში განხორციელებისადმი ინტერესს. აზრები გაცვალეს საერთაშორისო გადაზიდვებისა და ინფრასტრუქტურის სისტემაში სომხეთის მაქსიმალურად ეფექტიანი ინტეგრაციის პერსპექტივებზე.

მოსაუბრეები ასევე შეეხნენ ორმხრივი ინტერესის შემცველ სხვა საკითხებს.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო

ფაშინიანი ბრიუსელში ხორვატიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ჩავიდა

ქამ ღაფარიანის მოღვაწეობა კაცობრიობის ცხოვრების მსვლელობის შეცვლის თვალსაზრისით შეუფასებელია - ჰოვიკ მუსაიელიანი

მაკუნცმა განმარტა, რა შემთხვევაში გაიხმობს სომხეთი საერთაშორისო ინსტანციებიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს

სომხეთში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ჩავიდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ კანადის ელჩი მიიღო

ოპოზიცია ცდილობს ჩაშალოს TRIPP-ის პროექტი და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა - ართურ ჰოვჰანისიანი