1 წუთი კითხვის
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სახლში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს უმასპინძლა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის ვიდეომასალა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ევროკომისიის პრეზიდენტი სომხეთს სამუშაო ვიზიტით დღეს, 2 ივლისს, დილით ეწვია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.