სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრ-დელეგატ ბენჟამენ ჰადადთან სატელეფონო საუბარი გამართა
2 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა 24 ივნისს სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრ-დელეგატ ბენჟამენ ჰადადთან.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბენჟამენ ჰადადმა მინისტრის მოადგილეს მიულოცა სომხეთში საპარლამენტო არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და გამარჯვება.
მოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთსა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისკენ მიმართული ერთობლივი მუშაობა. მათ ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციით გათვალისწინებული პრიორიტეტების თანმიმდევრული იმპლემენტაციისა და პროექტების სიცოცხლეში გატარების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სომხეთსა და საფრანგეთს შორის ბიზნესკავშირების სტიმულირების, საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისა და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდის აუცილებლობა.
მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგზეც, შეეხნენ სომხეთისთვის ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაფართოებისკენ მიმართულ ნაბიჯებს, ასევე განიხილეს რეგიონული ურთიერთკავშირის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივები და ამ კონტექსტში დაფიქსირებული ბოლო მოვლენები.