სანამ სამშვიდობო დღის წესრიგს თანმიმდევრულად გავაგრძელებთ, ომი არ იქნება - პრემიერ-მინისტრი

2 წუთი კითხვის

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სანამ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს სამშვიდობო დღის წესრიგს, ომი არ იქნება. „არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა, სექტემბერში შესაძლოა კატასტროფული ომი დაწყებულიყო.

„სანამ ჩვენ სამშვიდობო დღის წესრიგს თანმიმდევრულად გავაგრძელებთ და მას ყველა შესაძლო საშუალებით მოვემსახურებით, ომი არ იქნება, იქნება მშვიდობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთში 7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა შედის: პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ და ბლოკი „სომხეთი“.

წინასწარი მონაცემებით, პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ 727 827 ხმა ანუ 49,825% მიიღო. მიღებული ხმების წყალობით, პარტია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს და მთავრობას ჩამოაყალიბებს. ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ 340 088 ხმა (23,281%) მიიღო, ხოლო ბლოკმა „სომხეთი“ - 145 113 ხმა (9,934%).

საარჩევნო ბარიერთან, რომელიც 4%-ს შეადგენს, ძალიან ახლოს არის პარტია „აყვავებული სომხეთი“. წინასწარი შედეგებით, პარტიამ ხმების 3,996% მიიღო. პარლამენტში მოსახვედრად მას 0,004 პროცენტული პუნქტი აკლია. პარტია „აყვავებულმა სომხეთმა“ უფრო ადრე განაცხადა, რომ მიმართავს ცესკო-ს რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლის მოთხოვნით.

ამ დროისთვის ხმების ხელახალი გადათვლის პროცესი მიმდინარეობს, არჩევნების საბოლოო შედეგები კი 14 ივნისს გამოცხადდება.

ქართული العربية English Հայերեն Русский Türkçe 中文

თურქეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს მისალოცი გზავნილი გაუგზავნა

სომხეთი თურქეთის ტერიტორიის გავლით ლიბანში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი მუშაობით უნდა გადაიჭრას - ფაშინიანი

სანამ სამშვიდობო დღის წესრიგს თანმიმდევრულად გავაგრძელებთ, ომი არ იქნება - პრემიერ-მინისტრი

„თუ სომხეთის რესპუბლიკის კუხო-დან გარიცხვას გადაწყვეტენ, ჩვენ ამას უბრალოდ ცნობად მივიღებთ“ - ფაშინიანი

ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის რკინიგზის მაქსიმალურად სწრაფად გახსნის იმედი გამოთქვა

„ჩემი იმედი იყო და კვლავაც რჩება სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე“ - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი