1 წუთი კითხვის
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთში გამართულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ მისალოც ტექსტში ნათქვამია:
„გულთბილად ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას. სომეხმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ევროპული მომავლისადმი. კვიპროსი მზად არის კიდევ უფრო განავითაროს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და კვიპროს-სომხეთის ურთიერთობები“.