სომხეთსა და რუსეთს შორის ესკალაცია არ მოხდება - ფაშინიანი

1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და რუსეთს შორის ესკალაციის შესაძლებლობა გამორიცხა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა სომხეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით.

ფაშინიანმა სომხეთის მეორე პრეზიდენტი, ბლოკ „სომხეთის“ ლიდერი რობერტ ქოჩარიანი, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი და პარტია „გაერთიანებული სომხეთის“ თავმჯდომარე გაგიკ წარუკიანი სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა.

„წარუკიანი, კალუგელი, ქოჩარიანი შპიონ ონიკს გვახსენებენ; ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ესკალაცია მოხდეს. ეს არ მოხდება, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ რუსეთთან კამათი ჩვენი მასშტაბი არ არის - ჩვენ პატარა, მოკრძალებული ქვეყანა ვართ; მეორე მხრივ კი, ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრი ვართ. ქოჩარიანმა ასევე თქვა, რომ ის რუსეთისგან პრობლემების შექმნას ელოდება. ეს იაფი პროვოკაციებია, მათ ეს არ გამოუვათ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ქართული English فارسی Հայերեն Русский 中文

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები

იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში ეს პროექტი რეალობად იქცევა -სიუნიქის გუბერნატორი TRIPP-ის დაწყების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა TRIPP პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

სომხეთისა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს

ნიკოლ ფაშინიანმა მიმართვით TRIPP პროექტის დაწყება გამოაცხადა

TRIPP პროექტის განხორციელების ოფიციალური დაწყება

სომხეთს მონტენეგროს თავდაცვის მინისტრი ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიმართვით გამოდის