სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბელგიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიიღო დელეგაცია ბელგიის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, პეტერ დე როვერის ხელმძღვანელობით.

„მივესალმე დელეგაციის ვიზიტს სომხეთში და კმაყოფილებით აღვნიშნე სომხეთ-ბელგიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებითი დინამიკა.
ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები სომხეთ-ბელგიის ორმხრივი ურთიერთობების, სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტისა და მისი შედეგების, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისა და მის შედეგად შექმნილი ფართო ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ“, - „არმენპრესის“ ცნობით, შეხვედრის დეტალებზე სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა.
პეტერ დე როვერმა თბილი მიღებისთვის მადლობა გადაიხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოხარულია, იმყოფებოდეს ერევანში სომხეთისთვის ამ ისტორიულ პერიოდში.