ჩვენ აზერბაიჯანთან უკვე გვაქვს რეალური მშვიდობა: არარატ მირზოიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება, თუმცა ჯერ ხელმოწერილი არ არის, ორ ქვეყანას შორის მშვიდობა უკვე დამყარებულია.

„არმენპრესის“ ცნობით, არარატ მირზოიანმა ამის შესახებ საერთაშორისო ფორუმის „ერევნის დიალოგის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა.

„ჩვენ უკვე გვაქვს რეალური მშვიდობა. აზერბაიჯანთან საზღვარზე უბედური შემთხვევები არ ხდება, უკვე წელიწადზე მეტია, რაც საზღვარზე სროლის შედეგად დაღუპულები არ გვყავს. უფრო მეტიც, აზერბაიჯანმა გააუქმა თავის ტერიტორიაზე სომხეთისთვის საქონლის ტრანსპორტირებაზე არსებული შეზღუდვები. ეს უკვე დიდი ნაბიჯია მშვიდობისკენ. ჩვენ აზერბაიჯანთან ორმხრივი ვაჭრობაც დავიწყეთ, აზერბაიჯანისგან ნავთობპროდუქტებს ვყიდულობთ, ასევე გარკვეულ საქონელს აზერბაიჯანულ კომპანიებს მივყიდით. ეს ნამდვილად მშვიდობის დასტურია. არ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა საკითხი მოგვარებულია. ჩვენ გვქონდა ძალიან სისხლისმღვრელი კონფლიქტი, ჭრილობები ძალიან ახალია და ორივე ხალხს ჯერ კიდევ სჭირდება რეალური შერიგება. არის გადაუჭრელი საკითხები, კერძოდ, ჰუმანიტარული ხასიათის - გვყავს დაკავებული პირები. თუმცა გზა ძალიან ოპტიმისტურია“, - განაცხადა არარატ მირზოიანმა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში მოახდინეს სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები