სომხეთმა და ხორვატიამ სტრატეგიული დიალოგის შეთანხმება გააფორმეს
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა X-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
„ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად ხელი მოვაწერეთ სომხეთ-ხორვატიის სტრატეგიული დიალოგის შეთანხმებას, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ორმხრივი კავშირების განვითარების საქმეში“, - დაწერა სომხეთის პრემიერმა.
With @AndrejPlenkovic, we signed Armenia–Croatia Strategic Dialogue, marking landmark development in advancing our bilateral ties.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) May 4, 2026
We stand ready to further elevate 🇦🇲-🇭🇷 cooperation to new level & expand engagement across key areas, including within 🇦🇲-🇪🇺 partnership. pic.twitter.com/htx1MJ9xnE
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ერევანი მზად არის სომხეთ-ხორვატიის თანამშრომლობა ახალ დონეზე აიყვანოს და გააფართოოს ჩართულობა ძირითად სფეროებში, მათ შორის სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.