ფაშინიანი სომხეთში უახლოეს დღეებში დაგეგმილ მნიშვნელოვან მოვლენებს შეეხო
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უახლოეს დღეებში სომხეთში დაგეგმილ მნიშვნელოვან მოვლენებს შეეხო.
„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში შეახსენა საზოგადოებას, რომ 4 მაისს ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი გაიმართება, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც სომხეთს რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი ეწვევა.
მან აღნიშნა, რომ 5 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი შედგება, რომლის ფარგლებშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი გიუმრისაც ეწვევიან და სომეხი და ფრანგი ვარსკვლავების მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრებიან.
ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 5 მაისს ასევე გაიმართება სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტი.
მან აღნიშნა, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ერევანში დაწესდება მოძრაობის შეზღუდვები, რაც მოქალაქეებს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის.