მოქალაქეები მშვიდობას უფრო მეტად გრძნობენ, ვიდრე ჩვენ ველოდით - ფაშინიანი
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანსა და რეგიონებში მოქალაქეებთან ურთიერთობისას დააფიქსირა, რომ ისინი მშვიდობას უფრო მეტად გრძნობენ, ვიდრე მთავრობა მოელოდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ასამბლეაში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამის (2021-2026 წწ.) 2025 წლის შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
„მშვიდობას მოქალაქე, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად და სულიერად გრძნობს, რადგან ქვეყანაში სიმშვიდეა. იმ ნერვული დაძაბულობისა და მუხტის ნაცვლად, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით, ამჟამად სიმშვიდეს ვგრძნობთ. ვფიქრობ, მოქალაქეები ინტუიციურადაც ხვდებიან, რომ ჯანდაცვის დაზღვევის სისტემა, პენსიების ზრდა და სხვა საკითხები, პირდაპირ თუ ირიბად, ასევე უკავშირდება მშვიდობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ არ არსებობს ნდობა მშვიდობისადმი და მთავრობა ახალ ესკალაციებს ელოდება, ის ერთბაშად ამდენ სახსრებს სოციალურ მიმართულებებზე არ გამოყოფდა.
„სწორედ მშვიდობამ მოგვცა ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა. მოქალაქეები მშვიდობას უფრო მეტად გრძნობენ, ვიდრე ჩვენ ველოდით“, - აღნიშნა ფაშინიანმა.