სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და კატარის ელჩმა რეგიონული მოვლენები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა სომხეთის რესპუბლიკაში კატარის სახელმწიფოს ელჩი მანსურ აბდალა ალ-სულაიტინი მიიღო. „არმენპრესის“ ცნობით, შეხვედრის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩემს თანამოსაუბრესთან ერთად კმაყოფილებით აღვნიშნეთ სომხეთ-კატარის ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე და დავადასტურეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის მქონე სფეროებში, რათა სრულად იქნას რეალიზებული მრავალდარგობრივი თანამშრომლობის არსებული პოტენციალი.
შეხვედრაზე ასევე შევეხეთ რეგიონულ მოვლენებს და ხაზი გავუსვით მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მნიშვნელობას“, - დაწერა არმენ გრიგორიანმა.