ნიკოლ ფაშინიანმა პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უნგრეთის პარტია „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ჩემს გულწრფელ მოლოცვას ვუგზავნი პეტერ მადიარსა და უნგრელ ხალხს არჩევნებში გამარჯვების გამო.
ეს დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებასა და ქვეყნის მომავლის ხედვას“, - „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.