ჩვენ არ გვქონია მშვიდობა, ჩვენ გვქონდა გაყინული ომი - ნიკოლ ფაშინიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დაკვირვებით, მშვიდობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალურ-ფსიქოლოგიური ცნებაა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 26 მარტის სხდომაზე განაცხადა.

„მსურს დავაფიქსირო და დავგმო ყველა ის ტენდენცია, რომლის მიზანია ყარაბაღიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეებისა და ზოგადად სომეხი ხალხის ხიზანის (პანდუხტის) სტატუსში შენარჩუნება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაბრუნების დღის წესრიგზე - იმის გათვალისწინებით, რასაც აშკარად ვგულისხმობთ - ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამ ადამიანებს მშვიდად დამკვიდრების საშუალებას არ ვაძლევთ. მშვიდობა მხოლოდ ხელშეკრულება არ არის, მშვიდობა არის ის, რომ ადამიანი დაწყნარდეს; არაფერია იმაზე სასტიკი და ტანჯვით აღსავსე, ვიდრე მოლოდინი. ჩვენ კი, როგორც ხალხი, უკვე ას წელზე მეტია ამ მოლოდინით ვცხოვრობთ. ეს არის იმპერიული, ანტისომხური პოლიტიკა: ნუ დაწყნარდებით, მალე დაბრუნდებით ან დაგაბრუნებთ, იქნება გენოციდის საერთაშორისო აღიარება, დაბრუნდებით ვანში, მუშში, კილიკიაში. ამ პოლიტიკას ორი მიზანი აქვს: პირველი - სომეხი ხალხის შენარჩუნება ხიზანის ცნობიერებაში, მეორე - არ მისცეს სომხეთის რესპუბლიკას სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების საშუალება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა, სადაც გაბატონებული სოციალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხიზანისაა, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო.

„მშვიდობა პოლიტიკურ დონეზე დავამყარეთ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ზრუნვაზე, ეს ნიშნავს, რომ სოციალურ-ფსიქოლოგიურ დონეზეც უნდა დავწყნარდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მშვიდობას ვერ ვიპოვით, დავკარგავთ მას. რადგან, როდესაც ამ ნარატივებს ვაგრძელებთ, კონფლიქტში შევდივართ ყველასთან ჩვენს ირგვლივ. შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენი რესურსები არ არის საკმარისი და ვიწყებთ გარანტორის ძებნას ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ხარჯზე“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო მოსაზრებას, თითქოს ქვეყანას 2020 წლამდე მშვიდობა ჰქონდა.

„ჩვენ არ გვქონია მშვიდობა, ჩვენ გვქონდა გაყინული ომი, გვქონდა ომის გადავადება ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის, კეთილდღეობის, თავისუფლებისა და განვითარების ხარჯზე. 2016 წლისთვის ომის გადავადების ყველა რესურსი უკვე ამოწურული იყო“, - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა დასკვნის სახით აღნიშნა, რომ თუ „დაბრუნების დღის წესრიგის“ ბორბალი დატრიალდება, რეგიონიდან „დიდი ნაჭრის ნაცვლად მხოლოდ ყური შერჩებათ“.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა სომხეთისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და ტომიო ოკამურამ ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი

საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება

თურქმენეთის პრეზიდენტმა მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევა სომხეთში ვიზიტის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

სომხეთს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების განზრახვა არ აქვს და არც ჰქონია - ფაშინიანის გამოხმაურება ზახაროვას განცხადებაზე

შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და კვიპროსის პრეზიდენტის ტელეფონით საუბარი

ფაშინიანმა განაცხადა: პუტინთან მიაღწიეს ურთიერთგაგებას, რომ სომხური რკინიგზის კონცესიური მართვის საკითხი რაიმე ფორმით უნდა გადაწყდეს

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი